13 ნოემბერი 2018,   22:17
ვრცლად
ტყიბულში "საქნახშირის" შახტში არსებული ვითარების შესასწავლად, ექსპერტთა ჯგუფი ჩავიდა

საერთაშორისო საექსპერტო კომპანია „დიემტის“ გერმანელი და ქართველი ექსპერტებისგან შემდგარი ჯგუფი  ტყიბულში „საქნახშირის“ შახტში არსებული ვითარების შესასწავლად  ჩავიდა. ჯგუფს ზედამხედველობა ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექციის და ეკონომიკის სამინისტროს გაუწია. კვლევის დასკვნას შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით სპეციალისტები ხუთი კვირის შემდეგ დადებენ.

კომპანიის დირექტორი ჯამბულ ჯაყელი  თანამშრომლობისთვის მზად ყოფნას აცხადებს და ვარაუდობს, რომ დასკვნის შემდეგ „საქნახშირი“ სამუშაო პროცესს განაახლებს, მანამდე კი სახელფასო ანაზღაურებას სახელმწიფო უზრუნველყოფს.

„ჩვენი მუშაობა განსაკუთრებით შეეხება ჯანდაცვისა და უსაფრთხოების აუდიტს, უნდა გამოვავლინოთ და შევაფასოთ რისკები. უკვე მეორე ეტაპზე, მას შემდეგ, რაც გვეცოდინება რისკები და მათი სიმძიმე ჩვენ გირჩევთ კონტროლის ზომებს. ეს იქნება ერთგვარი გეგმა თუ რგორ გავაკონტროლოთ და როგორ დავიყვანოთ მინიმუმამდე ეს რისკები,“- აცხადებს „დიემტის“ უცხოელი ექსპერტი.

დღის ამბები