15 ნოემბერი 2018,   21:17
ვრცლად
მნიშვნელოვანი
წყალდიდობას მექსიკაში 7 ადამიანი ემსხვერპლა

უამინდობას მექსიკაში მსხვერპლი მოჰყვა. წყალდიდობის შედეგად ქვეყნის სამხრეთ რეგიონში 7 ადამიანი დაიღუპა.

წყლის დონის მატება ტროპიკულმა შტორმა გამოიწვია, თუმცა სპეციალისტების პროგნოზით უახლოეს დღეებში მექსიკას უფრო მასშტაბური სტიქიური უბედურება დაატყდება თავს.

რეგიონს ქარიშხალი “ვილა” უახლოვდება. ქარის სიჩქარე სავარაუდოდ 250 კილომეტრ საათში იქნება. მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია. დახურულია სასწავლო დაწესებულებები. დაზარალებულ რეგიონებში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული.

დღის ამბები