15 ნოემბერი 2018,   21:09
ვრცლად
მნიშვნელოვანი
ჟურნალისტ ჯამალ ხაშოგის მკვლელობა - ვაშინგტონი მკვლელობის შემსრულებლის შესახებ ინფორმაციას ითხოვს

ვაშინგტონი საუდელი ჟურნალისტის, ჯამალ ხაშოგის მკველელობის შესახებ სრული ინფორმაციის მიღებას ითხოვს. შეერთებული შტატების პრეზიდენტის მრჩეველმა ჯონ ბოლტონმა ინტერვიუში განაცხადა, რომ საჭიროა, საჯარო გახდეს ინფორმაცია, იმის შესახებაც, თუ ვინ არის მკვლელობის შემსრულებელი.

დონალდ ტრამპმა საუდის არაბეთის განმარტებით კიდევ ერთხელ გამოთქვა უკმაყოფილება. ოფიციალურ ანკარაში კი აცხადებენ, რომ თურქეთი არ გაჩერდება, სანამ ჟურნალისტ ჯამალ ხაშოგის მკვლელობას ნათელს არ მოჰფენს.

განცხადება ამის შესახებ რეჯეფ ტაიპ ერდოღანის პრესსპიკერმა გააკეთა. პარალელურად საგამოძიებო ქმედებები გრძელდება სტამბოლში. თურქ სამართალდამცველებს საუდის არაბეთის დიპლომატიური მანქანის ჩხრეკის უფლება არ მისცეს, რომელიც პოლიციამ სტამბოლის ერთ-ერთ უბანში გუშინ აღმოაჩინა.

დღესვე ელოდებიან თურქეთის პრეზიდენტის გამოსვლას, რომელმაც ჯამალ ხაშოგის მკვლელობასთან დაკავშირებით დეტალების გასაჯაროების პირობა დადო.

დღის ამბები