13 ნოემბერი 2018,   22:25
ვრცლად
აშშ ბირთვული იარაღის მარაგს გაზრდის - რუსეთი კი საპასუხო ქმედებით იმუქრება

ამერიკის შეერთებული შტატები ბირთვული არსენალის გაზრდას გეგმავს. დონალდ ტრამპის განცხადებით, ამერიკა ბირთვული იარაღის მარაგს მანამდე გაზრდის, სანამ სხვა ქვეყნები “გონს არ მოეგებიან”.

აშშ-ს პრეზიდენტმა განმარტა, რომ მისი ეს სიტყვები სხვა ქვეყნების გარდა რუსეთსა და ჩინეთსაც შეეხება.

დონალდ ტრამპის თქმით, კრემლი არ ასრულებს ბირთვული შეიარაღების შესახებ 1987 წლის შეთანხმებას, რის გამოც შეერთებულმა შტატებმა მისი დატოვების გადაწყვეტილება მიიღო.
მოსკოვში აცხადებენ, რომ სამხედრო ძალების ბალანსის დასაცავად რუსეთი იძულებული გახდება ვაშინგტონს მსგავსი ზომებით უპასუხოს.

დღის ამბები