13 ნოემბერი 2018,   22:34
ვრცლად
იგორ გიორგაძე ლაშა ტუღუშის და გამოცემა DFwatch-ის წინააღმდეგ - პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში 

იგორ გიორგაძე ლაშა ტუღუშისა და გამოცემა DFwatch-ის წინააღმდეგ - პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს გაიმართება.

გიორგაძე ლაშა ტუღუშს და DFwatch-ს გამოცემაში გამოქვეყნებული სტატიისთვის ედავება.

სტატიაში უშიშროების ყოფილი მინისტრი ქვეყნის ნომერ პირველ მტრად არის მოხსენიებული და ასევე აღნიშნულია, რომ მას ბრალი ედებოდა ედუარდ შევარდნაძის წინააღდეგ განხორციელებულ ტერორისტულ აქტში.

იგორ გიორგაძე, საინფორმაციო სამსახურისგან არსებული ინფორმაციის უარყოფას ითხოვს. მისივე შეფასებით, აღნიშნულმა სტატიამ მისი ღირსება შელახა.

სასამართლოში ჯერ საქმის მოსამზადებელია ეტაპია.

„ამდენი ხნის შემდეგ, როდესაც გაახსენდა მართლმსაჯულება საქართველოში, როგორც ჩანს გარკვეული მიზნები აქვს. ის მიზნები ნაწილობრივ გამოჩნდა, როდესაც მან გვიჩივლა საქართველოს სახელმწიფოს, ლუგარის ლაბორატორიასთან დაკავშირებით. მას უნდა მიიღოს მონაწილეობა რაღაც პროცესებში ამ ქვეყანაში,“-აცხადებს ტუღუში.

დღის ამბები