13 ნოემბერი 2018,   22:18
ვრცლად
"ვერ ღებულობენ სათანადო განათლებას იმ სახელმწიფო ენაზე" - ზურაბიშვილი ეთნიკურ უმცირესობებს შეხვდა 

მმართველი პარტიის მიერ მხარდაჭერილმა საპრეზიდენტო კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა, შეხვედრა ეთნიკურ უმცირესობებთან გამართა.

ზურაბიშვილმა მათი პრობლემები მოისმინა და პირობა დადო, რომ გაპრეზიდენტების შემთხვევაში უმცირესობისთვის ქართული ენის შესწავლაზე იზრუნებს.

შეხვედრას უმცირესობების საკითხზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.

„სახელმწიფო ენა არის პირდაპირი გზა წარმატებების და ინტეგრირების და ეს არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა სახელმწიფოსი. ვერ ღებულობენ სათანადო განათლებას იმ სახელმწიფო ენაზე, რომელიც მისცემთ მათ საშუალებას, რომ იყვნენ ინტეგრირებული ყველა სახელმწიფო უწყებებში,“-განაცხადა ზურაბიშვილმა.

დღის ამბები