15 ნოემბერი 2018,   20:31
ვრცლად
მნიშვნელოვანი
ქობულეთში 15 წლის გოგონა სრულწლოვან მამაკაცზე დაქორწინდა

არასრულწლოვანის ქორწინების ფაქტი ქობულეთში - შემთხვევა სოფელ ლეღვაში მოხდა. 15 წლის გოგონა სრულწლოვან მამაკაცზე სექტემბერში დაქორწინდა. სკოლის დირექტორი აცხადებს, რომ არასრულწლოვანი ახალი სასწავლო წლის დაწყებიდან სკოლაში არ გამოცხადებულა, 1 ოქტომბერს კი ის სხვა საჯარო სკოლაში გადავიდა. დირექტორი ჰყვება, რომ მან ფაქტის შესახებ მოგვიანებით შეიტყო და რადგან გოგონა უკვე მათი სკოლის მოსწავლე არ იყო, თავი ვალდებულად არ ჩათვალა მომხდარის შესახებ შესაბამისი სამსახურებისთვის ეცნობებინა.

განმარტებებს აკეთებენ ქობულეთის რესურს ცენტრშიც. უწყებაში აცხადებენ, რომ ფაქტის შესახებ დღეს მედია საშუალებებიდან შეიტყვეს.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება შსს-მ, სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლით დაიწყო.

 

დღის ამბები