13 ნოემბერი 2018,   22:44
ვრცლად
"აუქციონში, რომელიც გამოცხადდა, ირაკლი სესიაშვილის გარდა არავინ არ მონაწილეობდა," - ლევან ხაბეიშვილი

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი, ლევან ხაბეიშვილი ხელისუფლების მაღალჩინოსნების ძვირადღირებული სახლების და მათ შორის „ქართული ოცნების“ წერის, ირაკლი სესიაშვილის ძვირადღირებულ სახლზე საუბრობს.  

განცხადებები ხაბეიშვილმა, გადაცემა "არჩევანის" პირდაპირ ეთერში გააკეთა. 

„შაბათის კურიერში“ გასულ სიუჟეტში, სადაც ირაკლი სესიაშვილის ძვირადღირებულ სახლზე იყო საუბარი, ხაბეიშვილი ამბობს, რომ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა მერიისგან მიწის ნაკვეთი საკმაოდ დაბალ ფასად შეიძინა. 

„პირველი კვლევა ჩვენ როცა გავაკეთეთ, როცა აუქციონზე იყო საუბარი და იყო ნათქვამი, რომ მერიისგან გამოისყიდა ჯერ 326 კვ.მ. და შემდეგ 311 კვ.მ. ირაკლი სესიაშვილმა, აუქციონზე, რომელიც გამოცხადდა, ირაკლი სესიაშვილის გარდა არავინ არ მონაწილეობდა და მეორე, ფასი, რომლითაც მან შეიძინა საბურთალოზე კონკრეტულ მისამართზე, მერიისგან იყიდა 40 ლარად კვადრატული მეტრი და საბაზრო ღირებულება ამ მიწის ნაკვეთის, მინიმუმ არის 4-ჯერ მეტი,“ - განაცხადა ხაბეიშვილმა.

ხაბეიშვილი ირაკლი სესიაშვილის განცხადებასაც ეხმაურება, სადაც მან აღნიშნა, რომ სახლი 2012 წლამდე აიშენა, ანუ მანამ სანამ „ქართულ ოცნებას“ შეუერთდებოდა.

„ადამიანი, რომელიც ასე აღშფოთებით საუბრობს ტყუილზე და საუბრობს იმაზე, რომ ცილი დასწამეს, ეს კაცი ის კაცი ხომ არ არის, მისი შვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაასაქმეს, შემდეგ აღმოჩნდა, რომ 4-ჯერ ნაკლებად მერიამ მიჰყიდა მიწა,“ - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

დღის ამბები