13 ნოემბერი 2018,   22:19
ვრცლად
"ლეიბორისტული" პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატი შალვა ნათელაშვილი ქუთაისში მოსახლეობას შეხვდა  

"ლეიბორისტული" პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატი შალვა ნათელაშვილი მოსახლეობას ქუთაისში შეხვდა. ნათელაშვილმა მოქალაქეებს საკუთარი საარჩევნო პროგრამა გააცნო. პრეზიდენტობის კანდიდატმა ამომრჩევლებს აქტიურობისკენ მოუწოდა.

„დღეს, სრულიად ქართველთა ქალაქში, აღმაშენებლის ქალაქში, ჩვენს სიამაყე ქუთაისში  საძირკველს ვუყრით მომავალ ბედნიერ, აყვავებულ, გაბრწყინებულ საქართველოს, სადაც ივანიშვილის ნარკო კრიმინალური რეჟიმის ადგილი არ არის და ამ განაჩენს ქუთაისი და სრულიად საქართველო 28-ში გამოიტანს გარდაუვლად,“ - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.  

დღის ამბები