13 ნოემბერი 2018,   21:54
ვრცლად
"აქ გაბატონებულია კლანი, მაფია," - წალკაში არასამთავრობო ორგანიზაციების და ეკომიგრანტების მონაწილეობით აქცია იწყება

წალკის რაიონულ ცენტრში არასამთავრობო ორგანიზაციების და ეკომიგრანტების მონაწილეობით აქცია იწყება. აქციის მონაწილეები წალკის გამგებლის, ილია საბაძის წინააღმდეგ გამოდიან. ისინი ადგილობრივ ხელისუფლებას კორუფციაში ადანაშაულებენ და აუდიტის სამსახურს სთხოვენ, შეისწავლოს ადგილობრივი მუნიციპალიტეტის საქმიანობა. 

შეკრებილები აცხადებენ, რომ ადგილობრივი ხელისუფლება მიზანმიმართულად ქმნის იმ პირობებს, რომ აჭარიდან წალკაში ჩასული ეკომიგრანტები უკან, უკუმიგრაციით აჭარაში დაბრუნდნენ.  

ადგილობრივების თქმით, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში აჭარაში საცხოვრებლად უკუმიგრაციით 330-მდე ეკომიგრანტი დაბრუნდა და ისინი მძიმე პირობებში ცხოვრობენ.

„ამ ხალხს აშინებენ, აქ გაბატონებულია კლანი, მაფია და ამ მაფიის დაკვეთებს ასრულებს წალკის მუნიციპალიტეტის გამგებელი,“ - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, ელგუჯა შავაძემ.

დღის ამბები