13 ნოემბერი 2018,   21:42
ვრცლად
ავსტრალიის პრემიერ-მინისტრმა სიდნეიში პრინც ჰარისა და მის მეუღლეს უმასპინძლა

ავსტრალიის პრემიერ-მინისტრმა სიდნეიში პრინც ჰარისა და მის მეუღლეს, მეგან მარკლს უმასპინძლა. საზეიმო ლანჩისა და თეატრალური წარმოდგენის შემდეგ, სამეფო წყვილმა ფსიქიკური პრობლემების მქონე ბავშვები მოინახულა.

პრინცმა ჰარიმ და მეგან მარკლმა პატარებისგან საჩუქრები მიიღეს. სასექსის ჰერცოგი და მისი მეუღლე "ძლიერთა თამაშების" ავსტრალიელ და ბრიტანელ მონაწილეებსაც შეხვდნენ.

პრინც ჰარის მიერ დაარსებული, პარაოლიმპიური სტილის საერთაშორისო სპორტული შეჯიბრება სიდნეიში გუშინ გაიხსნა და 27 ოქტომბრამდე გაგრძელდება.

 

დღის ამბები