13 ნოემბერი 2018,   21:41
ვრცლად
კანაფის ლეგალიზაციის ფესტივალზე დაკავებული 12 პირიდან 10 თავისუფალია, მათ შორისაა ზურაბ ჯაფარიძე

დედაენის ბაღში კანაფის ლეგალიზაციის ფესტივალზე დაკავებული 12 პირიდან ორი, დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანეს. დანარჩენი ათი პირი კი უკვე გათავისუფლებულია. 

პოლიციის სამმართველო გუშინვე დატოვა „გირჩის“ პრეზიდენტობის კანდიდატმა, ზურაბ ჯაფარიძემაც.

„გირჩის“ ლიდერი სამართალდამცველებმა იმ დროს აიყვანეს, როცა მან კანაფის ლეგალიზაციის ფესტივალის მონაწილეებს 3 ღერი სიგარეტი გადასცა, რომელშიც კანაფი იყო შერეული.

პრეზიდენტობის კანდიდატი პოლიციაში კანაფის ლეგალიზაციის ფესტივალის დროს, დედაენის ბაღში 11 პირის დაკავების შემდეგ გადაიყვანეს. დაკავებას ხმაური და ხელჩართული ჩხუბი მოჰყვა.

„ჩაატარეს ჩემი პირადი ჩხრეკა ძალიან დეტალურად. ტანსაცმლის ყველა კუთხე-კუნჭული შეამოწმეს და მათ შორის ფეხსაცმელებიც და წინდებიც კი. არაფერი არ მქონდა, ვუთხარი, რომ რაც მქონდა ყველაფერი იქ დავარიგე. შემდეგ იყო გამოკითხვა საკმაოდ ვრცელი, რამდენიმეგვერდიანი და საბოლოო ჯამში დასრულდა ეს გამოკითხვა იმით, რომ მითხრეს, რომ სისხლის სამართლის საქმე აღძრულია, გაგრძელდება და ამჯერად, დღეს დამთავრდა ამით,“ - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ. 

 

 

დღის ამბები