13 ნოემბერი 2018,   22:59
ვრცლად
ფეშენებელური სახლები - "კურიერის" კამერამ "ქართული ოცნების" ლიდერების აპარტამენტები დააფიქსირა

ქართული ოცნების წევრები და მათი სასახლეები - კურიერის აეროგადაღების კამერამ საპარლამენტო უმრავლესობის და ხელისუფლების წევრების საკუთრებაში არსებული სახლები დააფიქსირა.

მცხეთაში კოსმონავტების ქუჩაზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ეკა ბესელიას, ოჯახის სამსართულიანი სახლი 764 კვადრატულ მიწაზეა აშენებული, რომელსაც დიდი ვერანდები და ერთი დამატებითი მანსარდული სართული აქვს. აღნიშნული სახლი ბესელიებმა 2017 წლის 31 ივლისს შეიძინეს.

ოჯახის სახლი ეკა ბესელიას დეკლარაციაში არ წერია. არადა, სავალდებულო დოკუმენტაცია პარლამენტის იურდიული კომიტეტის თავმჯდომარემ დედის სახელზე ქონების გადაფორმებიდან ექვს თვეში შეავსო. არსებობს ვარაუდი, რომ ბესელიამ ქონება დამალა.

იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე 2012 წლიდან 2016 წლამდე ყველა შევსებულ დეკლარაციაში დედას ოჯახის წევრებად უთითებდა. 2017 წლის 27 დეკემბერს შევსებული დეკლარაციიდან კი ეკა ბესელიას დედა გულიზარ ორაგველიძე გაქრა.

საჯარო რეესტრში გულნაზ ორაგველიძის სახელზე ქონება არ ირიცხება, თუმცა, სანდო წყარომ მმართველი პარტიიდან კურიერის უთხრა, რომ ეკა ბესელიას დედა სინამდვილეში არა გულიზარ ორაგველიძე არამედ გულიზარ ბესელიაა, რომლის სახელზეც არის მცხეთის სახლი.

ეკა ბესელიას ოჯახმა სახლი მცხეთაში პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის, აპარტამენტების გვერდით იყიდა.

ქონება ბახტაძის ოჯახს წლებია, ეკუთვნის, თუმცა, მისი გამინისტრების შემდეგ, ბახტაძის ოჯახმა უკვე არსებული მიწის ნაკვეთის გვერდით, ახალი 610 კვადრატული ტერიტორია შემოიერთა. ბახტაძის სახლი ძველია, თუმცა, ის ახლად რეაბილიტირებულია.

სამსართულიანი სახლი დიდი ეზოთი და აუზით ახალი გარემონტებულია, სახლის ბოლო სართულზე აპარტამენტებით, ვიტრაჟებით ვერანდით და პანორამული ხედით ისტორიულ ქალაქზე პრემიერის ეკუთვნის.

სოფელ გალავნში სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსს ანზორ ჩუბინიძეს ეკუთვნის. ჩუბინიძის ქონებრივი დეკლარაცია საჯარო არ არის, ამიტომ სახლის კონკრეტული პარამეტრების დადგენა შეუძლებელია. ის, რომ ტერიტორია ბიძინა ივანიშვილის დაცვის ყოფილი უფროსის საკუთრებაა, მისი მეზობელებიც ადასტურებენ და კომუნალური გადასახადებიც მის სახელზე მიდის.

ბიძინა ივანიშვილის ყოფილი პირადმა მცველი და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი, ანზორ ჩუბინიძე, თბილისში კერძო სახლს ფლობს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილ მოადგილეს, სოსო გოგაშვილს, თბილისში მხატვრების უბანში აქვს სახლი. ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლამდე გოგაშვილი სახელმწიფოსგან სოციალურ შემწეობას იღებდა.

მან სამსართულიანი სახლი 2016 წელს იყიდა, ბინა თავდაპირველად ცოლის დის სახელზე გააფორმა და შემდეგ მის სახელზე გადმოიფორმა. 2016 წლის შემდეგ სოსო გოგაშვილი მხატვრების უბანში კიდევ გაფართოვდა.

სუს-ის უფროსის მოადგილე, ალეკო ტაბატაძე, კი ნადარაანთკარში ფლობს ქონებას, რომელიც მან 2015 წელს შეიძინა. ახალი 4-სართულიანი შენობა საგურამოსთან ახლოს დიდი ეზოთი მთლიანად ქვით არის მოპირკეთებული.

მიწის ნაკვეთი თბილისთან ახლოს, პრესტიჟულ ადგილზე, სოფლის მეურნეობის ყოფილმა მინისტრმა და მოქმედმა დეპუტატმა, ოთარ დანელიამ შეიძინა. მას შემდეგ, რაც დეპუტატი სახლს აიშენებს, მისი ვერანდიდან მთელი მთათა სისტემა გაიშლება.

1000 კვ. მეტრ ფართობზე იშენებს სახლს ძეგვში მოსამართლე ლევან მურუსიძე. მოსამართლემ მიწის ნაკვეთი 2017 წელს შეიძინა, 2018-ში კი სახლის მშენებლობა დაუკვეთა. 

დღის ამბები