13 ნოემბერი 2018,   22:36
ვრცლად
აშშ-ისა და რუსეთის თავდაცვის მინისტრების პირველი შეხვედრა სინგაპურში შედგა

სინგაპურში, შეერთებული შტატებისა და რუსეთის თავდაცვის მინისტრების პირველი შეხვედრა შედგა. ჯეიმს მატისი და სერგეი შოიგუ ერთმანეთს სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის სახელმწიფოების ასოციაციისა და მათი საერთაშორისო პარტნიორების სამიტის გახსნამდე გაესაუბრნენ.

პენტაგონის ხელმძღვანელმა ქერჩის კოლეჯში მომხდარი თავდასხმის გამო მწუხარება გამოთქვა. რუსეთის თავდაცვის მინისტრმა კი აღნიშნა, რომ მსგავსი ტრაგედიების თავიდან ასაცილებლად ყველაფერი უნდა გააკეთონ.

ჯეიმს მატისი და სერგეი შოიგუ სამიტის ერთობლივ ფოტოზეც ერთმანეთის გვერდით იდგნენ. 

დღის ამბები