13 ნოემბერი 2018,   22:02
ვრცლად
"თქვენ ხართ ატომური ბომბი" - კანაფის ლეგალიზაციის ფესტივალის პარალელურად, "დედაენის ბაღში" კონტრაქცია გაიმართა

"თქვენ ხართ ატომური ბომბი და ერთ ადგილზე გაჩერდით, დედებს ნუ გვკლავთ, ჩვენ გაგაჩერებთ, მთელი ქართველი დედების სახელით," – ასე მიმართა მოქალაქემ გირჩის პრეზიდენტობის კანდიდატის, ზურაბ ჯაფარიძეს.

დედაენის ბაღში, სადაც გირჩი კანაფის ლეგალიზაციის ფესტივალს მიმდინარეობდა, მარიხუანის ლეგალიზაციის კონტრაქცია გაიმართა. კონტრაქციაზე დედები იმყოფებოდნენ. მათთან ერთად აქციას უფლებადამცველი დიმიტრი ლორთქიფანიძეც შეუერთდა, რომლის თქმით, შვილების უფლებების დაცვას აპირებს.

კონტრაქციის მონაწილეების განცხადებით, გირჩი სიკვდილის პროპაგანდას ეწევა.

დედაენის ბაღში ხმაური და დაპირისპირება იყო, სადაც მარიხუანის გასაღების ბრალდებით, პრეზიდენტობის კანდიდატი დააკავეს.

ზურაბ ჯაფარიძე სამართალდამცველებმა იმ დროს აიყვანეს, როცა მან აქციის მონაწილეებს 3 ღერი სიგარეტი გადასცა, რომელშიც კანაფი იყო შერეული.

ჯაფარიძის დაკავების მცდელობას პოლიციელებსა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება მოჰყვა. დაკავებულია ასევ გირჩის რამდენიმე წევრი და აქციის 12 მონაწილე.

ამავე თემაზე
დღის ამბები