13 ნოემბერი 2018,   21:46
ვრცლად
ევროპელი და იაპონელი მეცნიერების ერთობლივი მისია - მერკურზე ორი სატელიტი გაგზავნეს

ევროპელმა და იაპონელმა მეცნიერებმა მერკურის შესწავლის ერთობლივი მისია დაიწყეს. ევროპის კოსმოსურმა სააგენტომ და იაპონიის აეროკოსმოსური კვლევების სააგენტომ მზესთან ყველაზე ახლოს მდებარე პლანეტაზე ორი სატელიტი გაგზავნეს.

ორივე აპარატი მერკურზე კურუს კოსმოდრომიდან გაუშვეს. ხომალდებმა 9 მილიარდი კოლომეტრი უნდა დაფარონ. ისინი მერკურს 2025 წლის ბოლოს მიუახლოვდებიან.

ცნობილია, რომ მერკურზე ტემპერატურა დღისით 400 გრადუს ცელსიუს აღწევს, ღამით კი მინუს 170 გრადუსამდე ეცემა, ამიტომ აპარატები პლანეტის ორბიტაზე დაეშვებიან. 7 წლის შემდეგ მეცნიერები სატელიტებიდან მიღებული მასალებით პლანეტის თვისებების შესწავლას დაიწყებენ.

დღის ამბები