13 ნოემბერი 2018,   22:53
ვრცლად
მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორი როშკისა და არხოტის ხეობის სოფლების მცხოვრებლებს შეხვდა

მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორი ბარისახოში როშკისა და არხოტის ხეობის სოფლების მცხოვრებლებს შეხვდა.

შალვა კერესელიძე ფშავ-ხევსურეთის დაცული ტერიტორიების არხოტის ხეობის ახალგაზრდა რეინჯერებსაც გაესაუბრა, რომლებიც რამდენიმე თვეა მშობლიურ კუთხეში მსახურობენ.

გუბერნატორი სანდუა წიკლაურის ოჯახსაც ესტუმრა, სადაც 6 შვილის დედა, 76 წლის ქალბატონი არხოტის ხეობის საზღვრისპირა სოფელ ამღაში ცხოვრობს, რომელიც თითქმის დაცლილია.

შალვა კერესელიძემ ადგილობრივ მოსახლეობასთან ბარისახო-როშკის გზის მშენებლობის პროექტზე ისაუბრა.

დღის ამბები