13 ნოემბერი 2018,   22:45
ვრცლად
შალვა ნათელაშვილი მმართველი გუნდის მხარდაჭერილ კანდიდატს ბიძინა ივანიშვილთან ერთად დებატებში იწვევს

ლეიბორისტული პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატი სალომე ზურაბიშვილს ბიძინა ივანიშვილთან ერთად დებატებში იწვევს.

შალვა ნათელაშვილის განცხადებით, ის მზად არის პირისპირ საუბრის ფორმატით საზოგადოებას აჩვენოს, თუ რას მოუტანს ქვეყანას სალომე ზურაბიშვილის გამარჯვება.

ლეიბორისტული პარტიის ლიდერი მზად არის ნებისმიერ არხზე და ნებისმიერ დროს ქართული ოცნების მხარდაჭერილ კანდიდატთან დებატებში დაჯდეს.

„მე ვიწვევ მმართველი გუნდის პრეზიდენტობის კანდიდატს, ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს, თავის პატრონ ბიძინა ივანიშვილთან ერთად სატელევიზიო პირდაპირ ეთერში, ნებისმიერ დროს და ადგილას, ნებისმიერ მათ საკუთრებაში მყოფ ტელევიზიაში. მზად ვარ გამოვცხადდე და მთელი ქვეყნიერების დასანახად ვუთხრა, რა ჭირი მოუტანეს მათ საქართველოს,“ - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

დღის ამბები