13 ნოემბერი 2018,   22:21
ვრცლად
თეა წულუკიანმა ახალქალაქში იუსტიციის სახლი გახსნა

იუსტიციის მინისტრმა ახალქალაქში რიგით მეოცე იუსტიციის სახლი გახსნა. საზეიმო ღონისძიებას ესწრებოდა საქართველოში სტუმრადა მყოფი სომხეთის იუსტიციის მინისტრი, რომელიც გახსნაზე თეა წულუკიანმა პირადად მოიწვია. 

ღონისძიებაზე იმყოფებოდნენ აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები და  ბიზნესმენები.  

ახალქალაქის იუსტიციის სახლი ბორჯომისა და ახალციხის შემდეგ რიგით მესამეა სამცხე-ჯავახეთის მხარეში, სადაც ადგილობრივი მოსახლეობა სახელმწიფო და კერძო სექტორის 400-ზე მეტი სერვისის მიღებას  შეძლებს. იუსტიციის სახლთან ერთად ახალქალაქში ქორწინების სახლიც გაიხსნა. ამ დრომდე  ახალქალაქის მუნიციპალიტეტში ქორწინების საზეიმო სივრცე არ არსებობდა. 

ახალგახსნილი იუსტიციის სახლი 602 კვადრატულ მეტრს მოიცავს და თავისუფლების ქუჩაზე მდებარეობს. მისი მშენებლობა არქიტექტორ მიხეილ გიორგობიანის  პროექტით განხორციელდა.

დღის ამბები