15 ნოემბერი 2018,   21:34
ვრცლად
მნიშვნელოვანი
ყირიმში ტერაქტის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 18-მდე გაიზარდა

ყირიმში ტერაქტის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 18-მდე გაიზარდა. ამ დროისთვის საავადმყოფოებში 40 დაჭრილია გადაყვანილი. რამდენიმე მძიმე მდგომარეობაშია.

შუადღისას ქალაქ ქერჩის პოლიტექნიკურ სასწავლებელში ჯერ აფეთქებების, შემდეგ კი სროლის ხმა გაისმა. ნაციონალურ ანტიტერორისტულ კომიტეტში აცხადებენ, რომ ცეცხლი ამავე სასწავლებლის მეოთხე კურსის სტუდენტმა გახსნა, რომელიც მოგვიანებით გარდაცვლილი იპოვეს.

ვარაუდობენ, რომ მან თავი მოიკლა. გამომძიებლები სხვა ეჭვმიტანილებსაც ეძებენ, რომლებმაც სასწავლებლის დერეფანში ასაფეთქებელი მოწყობილობები აამოქმედეს.

შენობაში კვლავ უშიშროების სამსახურის თანამშრომლები მუშაობენ. მათ სასწავლებლის ტერიტორიაზე აუფეთქებელი ბომბი იპოვეს. კოლეჯთან გააძლიერეს დაცვაც. შენობასთან მობილიზებულია 10 სამხედრო მანქანა, 200 ჯარისკაცთან ერთად.

ამავე თემაზე
დღის ამბები