19 ოქტომბერი 2018,   04:41
ვრცლად
ოჯახის წევრებთან კონფლიქტის გამო კახეთში მამაკაცმა საკუთარი სახლი გადაწვა

ოჯახის წევრებთან კონფლიქტის გამო კახეთში მამაკაცმა საკუთარი სახლი გადაწვა - შემთხვევა ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ გავაზში მოხდა. ადგილზე მობილიზებული იყო 6 სახანძრო მანქანა. ორ სართულიანი სახლი მთლიანად დაიწვა. განადგურებულია საოჯახო ტექნიკაც.

მეზობლების ინფორმაციით, მამაკაცს შვილთან კონფლიქტი ხშირად ჰქონდა და შესაძლოა სახლის დაწვის მიზეზი სწორედ ეს დაპირისპირება გამხდარიყო.

ხანძრის გაჩენი ერთ-ერთ ვერსიად ამ მოსაზრებას განიხილავენ სამართალდამცველებიც.

დღის ამბები