19 ოქტომბერი 2018,   05:00
ვრცლად
სადავო ნორმა - სამსახურიდან გათავისუფლებული ახალგაზრდა მამა კონსტიტუციაში ახალი განმარტების ჩაწერას ითხოვს

ნორმა რომელზეც ახალგაზრდა მამა დაობს - 28 წლის გრიგოლ აბულაძე კონსტიტუციაში ახალი განმარტების ჩაწერას ითხოვს. იგი მიიჩნევს რომ 3 წლამდე ბავშვი ყოლის შემთხვევაში, საჯარო სამსახურიდან რეორგანიზაციის გამო მშობლების გაშვება უნდა აიკრძალოს.

გრიგოლ აბულაძე ითხოვს, „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 116-ე მუხლში სიტყვა - ქალი, სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნოს.

არსებული კანონის მიხედვით, 3 წლამდე ბავშვის ყოლის შემთხვევაში, საჯარო სამსახურიდან რეორგანიზაციის დროს, ქალის გათავისუფლება დაუშვებელია.

გრიგოლ აბულაძე შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის დეპარტამენტიდან გასულ წელს, რეორგანიზაციის მოტივით გაათავისუფლეს. აბულაძის სამსახურიდან გაშვების შემდეგ, მისი მეუღლე იძულებული გახდა 7 თვის ბავშვი სახლში დაეტოვებინა და ოჯახი თავად ერჩინა.

სასაზღვრო პოლიციიდან უკანონოდ გათავისუფლებულმა აბულაძემ შინაგან საქმეთა სამინისტროს დავა სამსახურში დასაბრუნებლად სასამართლოს პირველ ინსტანციაში მოუგო და სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში დაარეგისტრირა.

„საერთაშორისო გამჭირვალობაში“ გრიგოლ აბულაძის სარჩელს, თავისი შინაარსით, უპრეცედენტოს უწოდებენ. არასამთავრობო ორგანიზაცია ყოფილი პოლიციელის ინტერესებს ყველა ინსტანციაში დაიცავს.

სასაზღვრო პოლიცია აბულაძის უკანონოდ გათავისუფლების საქმეზე პირველი ინსტანციის გადაწყვეტილებას არ დაეთანხმა და საქმე სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა.

დღის ამბები