14 დეკემბერი 2018,   11:35
ვრცლად
„რუსთავი 2“-ის ჟურნალისტებზე თავდასხმა - მესამე სექტორი ხელისუფლებას კრიტიკული მედიის მიმართ კონფრონტაციული ტონის შეწყვეტას ურჩევს

„რუსთავი 2“-ის ჟურნალისტებზე თავდასხმა - არასამთავრობო სექტორი ხელისუფლებას ადეკვატური რეაგირების გარდა კრიტიკული მედიის მიმართ კონფრონტაციული ტონის შეწყვეტას ურჩევს.

სამოქალაქო სექტორის აზრით, ხელისუფლების ვერბალური თავდასხმები „რუსთავი 2“-ზე და გამორჩეულად აგრესიული ტონი, მისი ჟურნალისტების მიმართ ძალადობის წახალისების პროვოცირებას იწვევს.

„რუსთავი 2“-ის ჟურნალისტ ეკა გაგუასა და ოპერატორ ლევან კალანდიაზე თავდასხმის ფაქტზე შსს-მ 2 პირი დააკავა.

„ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს“ თანამშრომელი და თარჯიმანი პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლისა და ძალადობის ბრალდებითა არიან დაკავებულები.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადამღებ ჯგუფს, პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და საქმიანობაში ხელი უკანონოდ შეუშალეს.

მედიას ჟურნალისტური საქმიანობის ხელშეშლის გამოუძიებელი და რეაგირების გარეშე დარჩენილი ათეულობით ფაქტი ახსოვს.

„კურიერის“ ჟურნალისტი, ეკა გაგუა პროფესიული საქმიანობის დროს ბოლო 2 კვირის განმავლობაში ორჯერ გახდა თავდასხმის მსხვერპლი.

დღის ამბები