14 დეკემბერი 2018,   11:26
ვრცლად
წყალდიდობა ევროპაში - მაშველები დაკარგულებს ეძებენ

ევროპაში წყალდიდობის შედეგად დაკარგულებს ეძებენ. სტიქიამ ერთდროულად ესპანეთის კუნძული მალიორკა, საფრანგეთი და იტალია დააზარალა.

მალიორკაზე წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 12-მდე გაიზარდა. სავარაუდოდ დღეს მაშველებმა დაკარგული ორი გერმანელი ტურისტის ცხედარი იპოვეს. ესპანეთის ხელისუფლებამ რეგიონი სტიქიური უბედურების ზონად გამოაცხადა.

დასუფთავების სამუშაოებში მსოფლიოს ნომერ პირველი ჩოგბურთელი რაფაელ ნადალი ჩაერთო. სპორტსმენმა თავის ჩოგბურთის აკადემიაში დაზარალებულებისთვის დახმარების ცენტრიც გახსნა. 

დღის ამბები