23 ოქტომბერი 2018,   22:36
ვრცლად
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსი, ლევან გამყრელიძე თანამდებობიდან გადადგა

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსი, ლევან გამყრელიძე თანამდებობიდან გადადგა.

საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ლევან გამყრელიძე თანამდებობიდან პირადი განცხადების საფუძველზე წავიდა.

საგამოძიებო სამსახურის უფროსის მოვალეობას ამიერიდან სოსო რამიშვილი შეასრულებს, რომელიც ლევან გამყრელიძის მოადგილედ მუშაობდა.

ლევან გამყრელიძე საგამოძიებო სამსახურის უფროსად 2017 წლის 9 ივნისს დაინიშნა. მანამდე მას შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის თანამდებობა ეკავა.

დღის ამბები