15 დეკემბერი 2018,   20:35
ვრცლად
„სახელმწიფო ენა თუ არ გეცოდინებათ, თქვენი მოთხოვნები არ იქნება წარდგენილი, როგორც უნდა იყოს წარდგენილი" - სალომე ზურაბიშვილი

„სახელმწიფო ენა თუ არ გეცოდინებათ, თქვენი მოთხოვნები არ იქნება წარდგენილი, როგორც უნდა იყოს წარდგენილი,“- ასე მიმართა სალომე ზურაბიშვილმა წალკის მოსახლეობას.

„ქართული ოცნების“ რჩეული პრეზიდენტობის კანდიდატი ამომრჩევლებს სპორტულ სკოლაში შეხვდა.

სალომე ზურაბიშვილმა სიტყვით გამოსვლისას სხვა თემებთან ერთად, ყურადღება სახელმწიფო ენის ცოდნის აუცილებლობაზე გაამახვილა.

„თქვენი ახალგაზრდები ვერ მიაღწევენ იმ ფუნქციებს, სადაც უნდა იყვნენ და სადაც უნდა იყვნენ ამ რეგიონის წარმომადგენლები, ამიტომ ერთად ამასაც უნდა მივაღწიოთ, რომ ყველა საშუალება, რომ სახელმწიფო ენა იყოს სრულყოფილად დაუფლებული ყველა თქვენთაგანისგან. ეს არის ჩვენი საერთო საზრუნველი,“- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

დღის ამბები