15 დეკემბერი 2018,   20:10
ვრცლად
აქცია გრიგოლეთში - მოსახლეობა მსხვილფეხა პირუტყვის გახშირებული ქურდობის საქმეზე გამოძიებას ითხოვს

დაბა გრიგოლეთის მოსახლეობა პოლიციას უმოქმედობაში ადანაშაულებს.

ადგილობრივების განცხადებით, ბოლო თვეების განმავლობაში მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის დაკარგვამ მასობრივი სახე მიიღო, რაზეც არაერთი მიმართვის მიუხედავად, სამართალდამცველები არ რეაგირებენ.

მოსახლეობა ეჭვობს, რომ საქონელს დაუდგენელი პირები იპარავენ, მათ კი პოლიცია მფარველობს. ადგილობრივები მომხდარის დროულ და ობიექტურ გამოძიებას ითხოვენ. ბრალდებებს უარყოფენ პოლიციაში, სადაც გამოძიება ქურდობის მუხლით მიმდინარეობს.

დღის ამბები