23 ოქტომბერი 2018,   22:24
ვრცლად
ელიტური, მაღალი დონის კორუფცია საქართველოში - ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტის რეზოლუცია 

ევროპარლამენტმა საქართველოში მაღალი დონის კორუფციის არსებობა დაადასტურა. ჩანაწერი ელიტური მაღალი დონის კორუფციის შესახებ საქართველოში, ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტის მიერ მიღებული რეზოლუციის პროექტში მოხვდა. დოკუმენტში წერია, რომ გამოსავალი ამ სიტუაციიდან დამოუკიდებელი სასამართლოა, თუმცა ევროპარლამენტი ამავე დოკუმენტში წერს, რომ ქვეყანაში ვერც სასამართლოა ბოლომდე თავისუფალი.

ევროპარლამენტის მსგავსად,  საქართველოში ელიტური კორუფცია პრობლემად მიაჩნიათ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში.  

IDFI ქვეყანაში მაღალი დონის კორუფციის კომპლექსურ პრობლემაზე უკვე დიდი ხანია საუბრობს.

არასამთავრობო სექტორი ხელისუფლებას მოუწოდებს, რომ მაღალი დონის კორუფციასთან დაკავშირებულ ფაქტებზე მყისიერი რეაქცია ჰქონდეს, მით უმეტეს მაშინ, როცა უკვე ეს საკითხი პრობლემად საერთაშორისო ორგანიზაციების ანგარიშებში ხვდება.

ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობა კომიტეტის მიერ დამტკიცებულ რეზოლუციის პროექტში მაღალი დონის კორუფცია ქვეყნაში ერთ-ერთ ყველაზე სერიოზულ პრობლემადაა დასახელებული.

ევროპარლამენტი ასევე ხაზს უსვამს, რომ კორუფციასთან ბრძოლა საჭიროებს დამოუკიდებელ სასამართლოს და მაღალ დონეზე კორუფციის შემთხვევების გამოძიების სანდო ანგარიშს. დოკუმენტის მიხევდით, ევროპარლამენტარები მაღალი დონის კორუფციის ფაქტების ადეკვატურ გამოძიებას ელიან.

 

დღის ამბები