23 ოქტომბერი 2018,   21:47
ვრცლად
ომეგა ჯგუფის დავალიანება - კომპანიის წარმომადგენელთა თქმით, რესტრუქტურიზაციის მოთხოვნით სახელმწიფო უწყებებს 11- ჯერ მიმართეს

"ომეგა ჯგუფში" შემავალი კომპანიის წარმომადგენლები ინფორმაციას, თითქოს მათ არ სურთ ბიუჯეტის მიმართ არსებული დავალიანების დაფარვა, სიცრუეს უწოდებენ. OGT -ის დირექტორი ნიკოლოზ ასანიძე აცხადებს, რომ ხელისუფლებას ამ გზით, მედიაში გავრცელებული სკანდალური ჩანაწერების გადაფარვა სურს.

მისივე თქმით, აგვისტოში კომპანიამ 11-ჯერ გადაუგზავნა სხვადასხვა უწყებას და პირს დოკუმენტი იმასთან დაკავშირებით, რომ კომპანია მზად იყო 2020 წლამდე დაეფარა 20 მილიონი ლარი.

11 მილიონი საბიუჯეტო გადასახადი, 9 მილიონი კი საურავი, მაგრამ ამ დრომდე მათ არც ერთი უწყებიდან თუ პირისგან კომპანიას პასუხი არ მიუღია.

„კეთდება განცხადებები, რომ თითქოს "ომეგა ჯგუფს" არ სურს გადასახადების გადახდა. ამგვარი განცხადებები კეთდება იმ მიზნით, რომ გადაიფაროს მასმედიის საშუალებების მიერ გასაჯაროებული სკანდალური აუდიო ჩანაწერების მიხედვით გამოკვეთილი ის მართლსაწინააღმდეგო ქმედებები, რასაც ხელისუფლებისა და მასთან დაახლოებული პირების მხრიდან ადგილი ჰქონდა „ომეგა ჯგუფის“ წინააღმდეგ. იმის გამო, რომ ფინანსთა სამინისტრო ომეგა ჯგუფის თამბაქოს საწარმოს სრულიად უკანონოდ და ყოველგვარი დასაბუთების  გარეშე არ აძლევს აქციზურ მარკებს. არ აძლევს მუშაობის საშუალებას და უპასუხოდ ტოვებს წელიწადნახევრის წინ შეტანილ რესტრუქტურიზაციის განცხადებას. კომპანიის მიმართ რიცხული საურავი ყოველ დღიურად იზრდება და თვეში  აღემატება ერთ მილიონ ლარს. ხოლო კომპანიის პარალიზების შედეგად კი ბიუჯეტმა უკვე დაკარგა ხუთ მილიონ ლარზე მეტი,“-განაცხადა ნიკოლოზ ასანიძემ. 

დღის ამბები