19 ოქტომბერი 2018,   04:45
ვრცლად
რიკოთის გვირაბში 24 და 25 სექტემბერს, ღამის საათებში, მოძრაობა შეიზღუდება

რიკოთის გვირაბში 24 და 25 სექტემბერს, ღამის საათებში, მოძრაობა შეიზღუდება.

ამის შესახებ ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ "საავტომობილო გზის 143–ე კმ-ზე მდებარე რიკოთის საავტომობილო გვირაბში, ზაფხულის პერიოდში ინტენსიური მოძრაობის შედეგად, ავტომატური მოწყობილობების და სანათი საშუალებების ავტომანქანების გამონაბოლქვისგან გაწმენდისა და გარეცხვის მიზნით, 24 და 25 სექტემბერს ღამის 00:00 საათიდან 07:00 საათმდე, აიკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა".

დროის ამ პერიოდში სატრანსპორტო ნაკადის მოძრაობა განხორციელდება რიკოთის საავტომობილი გვირაბის შემოსავლელ გზაზე. რიკოთის გვირაბის შემოსავლელ გზაზე 2 სხვადასხვა ადგილას უზრუნველყოფილი იქნება საბუქსირე მექანიზმების მორიგეობა.

აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.

დღის ამბები