



კვირის ბოლოს ლარი აშშ დოლართან და ევროსთან მიმართებაში მცირედით გაუფასურდა.
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბანკთაშორის გამართული გუშინდელი ვაჭრობის შედეგად, 1 აშშ დოლარის ღირებულებამ 2.6216 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც გუშინ მოქმედებდა, 2.6193 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0023 ლარი შეადგინა.
1 ევრო კი 3.0854 ლარი ღირს მაშინ, როცა გუშინ მოქმედი კურსი 3.0693 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0161 ლარი შეადგინა.