23 ოქტომბერი 2018,   22:20
ვრცლად
ვანო ჩხარტიშვილის ადვოკატი გამოძიების სასწრაფოდ დაწყებას ითხოვს

ვანო ჩხარტიშვილის ადვოკატი, ზაზა ხატიაშვილი, პროკურატურისგან გამოძიების სასწრაფოდ დაწყებას ითხოვს.  

გამოძიების დაწყების მოთხოვნით მან პროკურატურას უკვე მიმართა.

„საზოგადოებამ უნდა იცოდეს, თუ ვინ განახორციელა მედიაში გავრცელებული ვანო ჩხარტიშვილის უკანონო ჩაწერა და რისთვის, რა მიზნით ინახავდა ზაზა ოქუაშვილი ამ ჩანაწერს წელიწადნახევარი, რას ემსახურება მისი მხრიდან ვანო ჩხარტიშვილის საწინააღმდეგო ცილისმწამებული კამპანია, ვინ მფარველობდა მას ხელისუფლებაში და რატომ დაუშვეს სამართალდამცავმა ორგანოებმა ომეგა ჯგუფის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი 50 მილიონი ლარის მითვისება. ყოველივე ამას პასუხი უნდა გასცეს გამოძიებამ,“ - აცხადებს ზაზა ხატიაშვილი. 

დღის ამბები