15 დეკემბერი 2018,   20:29
ვრცლად
Emporio Armani-მ მოდის მიმდევრებს 2019 წლის გაზაფხული-ზაფხულის აქტუალური ტენდენციები გააცნო

Emporio Armani-მ მოდის მიმდევრებს 2019 წლის გაზაფხული-ზაფხულის აქტუალური ტენდენციები გააცნო. მოდის სამყაროს ერთერთმა ყველაზე გავლენიანმა დიზაინერმა დეფილე მილანის აეროპორტში გამართა.

ათასობით სტუმარს ჩვენებაზე დასასწრებად საზღვრის გადაკვეთა და შესაბამისად საპასპორტო და უსაფრთხოების კონტროლის გავლა მოუწია.

პოდიუმამდე სტუმრები აეროპორტის პერსონალმა მიაცილა. ჩვენება სერფერების ფორმაში ჩაცმულმა მოდელებმა გახსნეს. თავად კოლექცია კი საკმაოდ მრავალფეროვანია, სხვადასხვა ქსოვილის გამოყენებითაა შექმნილი და ძირითადად სპორტულ სტილს მოიცავს.

Emporio Armani-ის ჩვენება მილანის აეროპორტში 20 წუთს გაგრძელდა და მოდის კრიტიკოსების დიდი მოწონება დაიმსახურა.

დღის ამბები