23 ოქტომბერი 2018,   22:04
ვრცლად
ქუთაისის პარლამენტში შენობაში პოლიციის რეგიონალური ცენტრი განთავსდება - შს მინისტრის მოადგილე

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე იმ გეგმებზე საუბრობს, რომელიც ქუთაისიდან პარლამენტის თბილისში გადატანის შემდეგ იგეგმება.

შს მინისტრის მოადგილე ნინო ჯავახაძე ამბობს, ახლანდელი პარლამენტის შენობაში შს სამინისტროს მომსახურების სააგენტო, საპატრულო პოლიციის მომსახურების ერთიანი ცენტრისა და 112 განთავსება იგეგმება.

„ვგეგმავთ, რომ ამ შენობის ბაზაზე დავაფუძნოთ პოლიციის რეგიონალური  ცენტრი, სადაც განთავსდება 112, შს სამინსიტროს მომსახურების სააგენტო, ასევე საპატრულო პოლიციის მომსახურების ერთიანი ცენტრი. როგორც იცით, ეს ცენტრი დღეს არსებობს მხოლოდ თბილისში და ერთი ფანჯრის პრინციპით მოსახლეობას აწვდის ყველა საპოლიციო სერვისს. მეორე ასეთი ცენტრი თბილისის შემდეგ იქნება ქუთაისში და განლაგდება ახლანდელ პარლამენტის შენობაში. აქ დაფუძნდება შს აკადემიის რეგიონალური ცენტრი,“-ამბობს ჯავახაძე.

 

დღის ამბები