19 ოქტომბერი 2018,   04:24
ვრცლად
ოკუპირებული აფხაზეთის მიტროპოლია მოქმედებას იწყებს - აფხაზი სასულიერო პირები მსოფლიო საპატრიარქოს აფხაზეთის ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარებას სთხოვენ

უკრაინული ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენამდე ცოტა დრო და ურთულესი პერიოდია გასავლელი. კონსტანტინეპოლის პატრიარქმა უკრაინულ ეკლესიას დამოუკიდებლობა უნდა დაუბრუნოს, რაც შესაძლოა რუსეთის მხრიდან აგრესიული ნაბიჯების წინაპირობა გახდეს. რუსული გავლენების ქვეშ მყოფილი აფხაზური მიტროპოლია მოქმედებაზე გადადის.

რუსულ პრესაში უკვე გამოჩნდა, ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე მყოფი სასულიერი პირების განცხადებები. ისინი ითხოვენ მსოფლიო საპატრიარქოს მიერ უკრაინის ეკლესიის დამოუკიდებლობის აღიარების შემდეგ, აფხაზეთის ეკლესიის ავტოკეფალიაც აღიარონ.

სინოდის წევრებმა უკვე იციან რომ რუსული გავლენით აფხაზი სასულიერო პირები ბრძოლას დაიწყებენ, თუმცა კანონი ახლა ქართული ეკლესიის სასარგებლოდ მუშაობს, აფხაზურ მხარეს არანაირი იურიდიული საფუძველი არ აქვს ეკლესიის დამოუკიდებლობა მოითხოვოს.

მოსკოვის ქართული ტაძრის ქართველი მოძღვარი რუსეთის დედაქალაქში დღეს გაფრინდა, დეკანოზმა კახაბერ გოგოტიშვილმა კარგად იცის რომ უკრაინის თემაზე ორი გავლენიანი ეკლესიის დაპირისპირებაში ქართულმა მხარემ ოქროს შუალედი უნდა დაიცვას, აფხაზური მხარის მცდელობის მიუხედავად დეკანოზი დარწმუნებულია რომ ყველანაირი მცდელობა საქართველოს აფხაზური ეკლესია ჩამოაშორონ უშედეგო იქნება.

​ 

დღის ამბები