19 ოქტომბერი 2018,   04:33
ვრცლად
მოვუწოდებ მედიასაშუალებებს, დაიცვან საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტები - სალომე ზურაბიშვილი

სალომე ზურაბიშვილი მისი განცხადებების მედიასაშუალებებით გაშუქებას ეხმაურება. პრეზიდენტობის კანდიდატმა "Facebook" გვერდზე განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნა, რომ ზოგიერთი მედიასაშუალება მისი მოსაზრებების უხეშ ინტერპრეტაციებს ტირაჟირებას უწევს.

სალომე ზურაბიშვილი მედიასაშუალებებს მოუწოდებს, საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტები დაიცვან.

„მინდა გამოვხატო მკაფიო პოზიცია ჩემი განცხადებების უხეშ ინტერპრეტაციებთან დაკავშირებით, რომელთა ტირაჟირებასაც ახდენს ზოგიერთი მედიასაშულება და რამაც ვნებათაღელვა გამოიწვია. უკვე საყოველთაოდ ცნობილია ჩემი დამოკიდებულება ისეთ აქტუალურ საკითხებზე, როგორებიცაა: 2008 წლის ომი, მარიხუანის მოხმარების დეკრიმინალიზაციის საკითხი და ჩვენი დედა ეკლესიის როლი ქვეყანაში. ქართველი ხალხის წინსვლისთვის, ქვეყნის განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია მიუკერძოებელი მედიის როლი. კონტექსტიდან ამოგლეჯილი შეფასებებით უხეში მანიპულირება უკიდურესად საზიანოა ჩვენი ქვეყნისთვის, პოლიტიკური პროცესისთვის, საზოგადოების მთლიანობისთვის. მოვუწოდებ მედიასაშუალებებს, დაიცვან საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტები და კეთილსინდისიერი საქმიანობით ხელი შეუწყონ საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას,“- წერს სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში.

დღის ამბები