23 ოქტომბერი 2018,   22:17
ვრცლად
ქართველი პატიმრები ბაქოს ციხეში - ათამდე ადამიანი ხელისუფლების დახმარებას რამდენიმე წელია უშედეგოდ ელოდება

ბაქოს ციხეში მყოფი საქართველოს  10-მდე მოქალაქე უკვე რამდენიმე წელია საქართველოს ხელისუფლების პასუხს უშედეგოდ ელოდება. აზერბაიჯანში ჩადენილი დანაშაულისთვის გასამართლებული პირები ითხოვენ, სასჯელი სამშობლოში მოიხადონ. მსჯავრდებულები, „კურიერს“ თავად დაუკავშირდნენ და ჰყვებიან, რომ აზერბაიჯანის ციხეში ყოფნა მძიმე პირობებში უწევთ, რის გამოც, დახმარება საქართველოს მთავრობას არაერთხელ სთხოვეს, თუმცა მთავრობას მათი პრობლემები არ აინტერესებს.

პატიმრებს შორის ერთ-ერთი ელდარ განჯიევია. მას, აზერბაიჯანის ციხის ადმინისტრაცია საქართველოში გადმოყვანაზე უარს იმ მოტივით ეუბნება, რომ ქართული მხარე უარს ამბობს მისვე პატიმარი მოქალაქის მიღებაზე. საქართველოს მოქალაქე „კურიერთან“ ჰყვება, რომ უკვე ერთი წელია საქართველოს კონსულს აზერბაიჯანის ციხეში შესვლას სთხოვს, მაგრამ ქართველი დიპლომატი მისვე ქვეყნის მოქალაქეებისთვის ვერ იცლის.

მსჯავრდებულების ოჯახის წევრები ამბობენ, რომ პატიმრები ბაქოს ციხეში ხშირად წამებისა და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლნი არიან.  

საგარეო საქმეთა სამინისტროში განმარტავენ, რომ ქართველ პატიმრებთან საელჩოს ხშირი კონტაქტი აქვს და მსჯავრდებულების ბრალდებები უსაფუძვლოა.

მთავარ პროკურატურაში განმარტავენ, რომ ამ დროისთვის სასჯელის საკუთარ ქვეყანაში მოხდის სურვილის შესაბამისი განაცხადი საგამოძიებო უწყებაში არ დაფიქსირებულა. ამიტომ, სპეციალურ ჯგუფს ბაქოში მყოფი ქართველი პატიმრების მოთხოვნის განხილვაც არ დაუწყიათ.

 

 

დღის ამბები