15 დეკემბერი 2018,   19:31
ვრცლად
არაადაპტირებული გარემო და განათლების მიღმა დარჩენილი ბავშვები - მესამე სექტორი შშმ პირების უფლებების დარღვევის გამო ხელისუფლებას აკრიტიკებს

არასამთავრობო ორგანიზაციები ხელისუფლებას ბავშვთა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების უფლებების დაცვის სამოქმედო გეგმის შეუსრულებლობის გამო აკრიტიკებენ.

გასული ორი წლის ანგარიში, ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა და ორგანიზაციამ - პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის - წარადგინეს.

ანგარიშში ნათქვამია, რომ სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ვალდებულებების დიდი ნაწილი შესრულებული არ არის. ძირითად პრობლემებად კვლავ სახელდება ინკლუზიური განათლების ხარისხი, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების დასაქმება, არასაკმარისად ადაპტირებული გარემო და ფორმალური განათლების მიღმა დარჩენილი ბავშვები.

დღის ამბები