19 ოქტომბერი 2018,   05:30
ვრცლად
„ბატონმა ოთარმა პირდაპირ დაარღვია კონსტიტუცია" - სოფო კილაძე კახიძეს მიმართავს

„ბატონმა ოთარმა პირდაპირ დაარღვია საქართველოს კონსტიტუცია,“- ეს განცხადება, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფო კილაძემ „ევროპული საქართველოს“ წევრის, ოთარ კახიძის მისამართით გააკეთა.

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი საგამოძიებო კომისიის წევრის იმ კომენტარს გამოეხმაურა, სადაც კახიძემ თქვა, რომ ხორავას ქუჩის საქმეზე მტკიცებულებების მიხედვით, მ.კ. დავით სარალიძის ჯგუფურად მკვლელობაში მონაწილეობდა.

სოფო კილაძის თქმით, ოთარ კახიძემ უდანაშაულობის პრეზუმფციას დაარღვია. 

უფლებრივ ჭრილში ეს არის წარმოუდგენელი ამბავი, როდესაც ის ამბობს, რომ მ.კ. იყო ჯგუფური მკვლელობის მონაწილე. ეს არის წარმოუდგენელი არამც თუ იურისტისთვის, არამედ ნებისმიერი ადამიანისთვის. უდანაშაულობის პრეზუმფციის პირდაპირი დარღვევა ნამდვილად არ გეკადრებათ, ბატონო ოთარ,“- განაცხადა სოფო კილაძემ.

ამავე თემაზე
დღის ამბები