19 ოქტომბერი 2018,   05:21
ვრცლად
ფინანსთა მინისტრის შეთავაზება ხორბლის გადამზიდავებისთვის მიუღებელი აღმოჩნდა - აქციის მონაწილეები პროტესტს არ წყვეტენ

ხორბლის სახმელეთო გზით შემოტანის აკრძალვას ფინანსთა სამინისტრო დროებით აჩერებს. ხორბლის სახმელეთო სატრანსპორტო გადაზიდვები რამდენიმე თვით ისევ გაგრძელდება.

მანამდე კი ფინანსთა მინისტრი ხორბლის გადამზიდავებს მოლაპარაკებებს სთავაზობს. წინადადება დღეს ვანო მაჭავარიანმა აქციის რამდენიმე მონაწილეს ფინანსთა სამინისტროში შეხვედრაზე გააცნო და უწყების ხელმძღვანელი პასუხს მძღოლებისგან ელოდებოდა.

ვანო მაჭავარიანის განცხადებით, ხორბლის სახმელეთო გზით გადაზიდვის აკრძალვა სამი დღით გადაიდება. 

ხორბლის გადამზიდავებისთვის ფინანსთა სამინისტროს შეთავაზება მიუღებელია. ისინი სახმელეთო გზით შემოტანის აკრძალვის მუდმივად გაუქმებას ითხოვენ. მათი განცხადებით, მინისტრმა ხორბლის გადაზიდვის უფლება მათ მხოლოდ სამი თვით მისცა, სამი თვის შემდეგ კი იმავე პრობლემის წინაშე აღმოჩნდებიან. 

„ფინანსთა სამინისტროს მიეცა ერთი საათის ვადა, რომ პასუხი გვითხრან ან ხო, ან არა. თუ არას იტყვიან მერე უკვე ჩვენ ვიცით რას ვიზამთ“-ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.

მათი თქმით, თუ აკრძალვის გადაწყვეტილების ანულირება არ მოხდება აქციები ფართომასშტაბიან სახეს მიიღებს და ფინანსთა მინისტრის გადადგომის მოთხოვნასაც დააყენებენ.

ავტორი: ნინო ვარძელაშვილი

დღის ამბები