19 ოქტომბერი 2018,   04:39
ვრცლად
"რუსეთის ადამიანია, რუსეთის წისქვილზე ასხამს წყალს" - მცხეთა-მთიანეთში სალომე ზურაბიშვილს აკრიტიკებენ

„სისულელეა!“ - მცხეთა-მთიანეთის მოსახლეობა მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის, მიერ აგვისტოს ომთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებს პასუხობს.

მოსახლეობის უმრავლესობა აცხადებს, რომ ომი რუსეთმა დაიწყო და დაუჯერებელია, პატარა ქვეყანას ომი დაეწყო.

„მე მაგის ეგ განცხადება მოღალატეობა მგონია და ქართველი ხალხის ღალატი მგონია,“ - აცხადებს ერთ-ერთი მოქალაქე.

ადგილობრივების თქმით, ზურაბიშვილი ივანიშვილის მსგავს განცხადებებს აკეთებს, რაც ასევე რუსეთის ინტერესში შედის. თუმცა, მოსახლეობის ნაწილი ამ მოსაზრებას არ იზიარებს და აცხადებს, რომ ომი მაშინდელმა ხელისუფლებამ დაიწყო.

„საქართველომ კი არ დაწყო, რუსეთმა დაიწყო, ეს მთელმა მსოფლიომ აღიარა... რუსეთის ადამიანია, რუსეთის წისქვილზე ასხამს წყალს,“ - აცხადებს დუშეთში მცხოვრები.

ადგილობრივების თქმით, საპრეზიდენტო კანდიდატს, რომელიც რუსეთის ინტერესების შესაბამის განცხადებას აკეთებს, არჩევნებში მხარი არ უნდა დაუჭირონ.

„პრეზიდენტობის კანდიდატი არ უნდა აკეთებდეს მსგავს განცხადებებს და ანუ გამოდის, რომ რუსეთი ოკუპანტი არ არის, ირიბად ამას ამბობს სალომე ზურაბიშვილი,“ - განაცხადა ერთ-ერთმა მოქალაქემ.

მოსახლეობა მმართველ პარტიასაც აკრიტიკებს, რომელმაც სალომე ზურაბიშვილს საპრეზიდენტო არჩევნებში მხარდაჭერა გამოუცხადა.

დღის ამბები