19 ოქტომბერი 2018,   03:55
ვრცლად
„ჩემი შვილი ომში იყო და დაიჭრა იქ, სალომეს აზრი მოეკითხება საერთოდ? ვინ დაიწყო ომი და რუსეთმა“ - გამოკითხვა გურიაში

„ჩემი შვილი ომში იყო და დაიჭრა იქ, სალომეს აზრი მოეკითხება საერთოდ? ვინ დაიწყო ომი და რუსეთმა. სააკაშვილი რუსეთის ტერიტორიაზე გადავიდა საერთოდ?“ - ასეთია გურიაში მცხოვრები მოქალაქეების პოზიცია საპრეზიდენტო კანდიდატის განცხადებებთან დაკავშირებით, რომ ომი საქართველომ დაიწყო.

გამოკითხული მოქალაქეების დიდი ნაწილი სალომე ზურაბიშვილის განცხადებებს "სულელურს" უწოდებს.

„ჭკუათმყოფელი ასეთ განცხადებას არ გააკეთებს,“ - ამბობენ ოზურგეთში.

მოქალაქეები ფიქრობენ, რომ მისი ეს განცხადება მოღალატეობრივია.

„მტრის ხატზე ასხამს წყალს. ყორღანაშვილი წაგიკითხავს? ეგეთები გყვავს ბევრი,“ - აცხადებენ ჩოხატაურში.

ჩოხატაურში ამბობენ, რომ ასეთი განცხადებების გაკეთების დროს სალომე ზურაბიშვილს მეტი პასუხისმგებლობა მართებს.

„თქვენს ოჯახში რომ ვიღაც შემოვიდეს და მერე თქვენ მოითქვათ სული და გალახოთ, ვინ დაიწყო ომი, თქვენ თუ იმან? ჩვენთან მოვიდა, ჩვენს ტერიტორიაზე მოვიდა, ჩვენი ბიჭები დახოცა, დაგვანგრია. ჩვენ ხომ არ შევსულვართ კრასნოდარში?“ - ამბობენ ლანჩხუთში.

ამავე თემაზე
დღის ამბები