15 ნოემბერი 2018,   06:28
ვრცლად
"ორშაბათს გეტყვით ყველაფერს," - ლაშა გოგია მისი გადადომის მიზეზებზე დასმულ შეკითხვას პასუხობს

რამდენიმე წუთის წინ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ზუგდიდის ყოფილი მერი, ლაშა გოგია ჩამოვიდა. ჟურნალისტების შეკითხვებს მის მიერ თანამდებობის დატოვებასთან, სკანდალურ სატელეფონო ჩანაწერებთან, მის დაკითხვასთან და სხვა საკითხებთან დაკავშირებით, გოგიამ მხოლოდ ერთი პასუხი გასცა: "ორშაბათს გეტყვით ყველაფერს."

ლაშა გოგიამ აეროპორტის ტერიტორია უკვე დატოვა. 

ზუგდიდის მერიაში შესაძლო კორუფციულ სკანდალთან დაკავშირებით ფაქტები რამდენიმე დღის წინ გახმაურდა. ზუგდიდის მერმა, ლაშა გოგიამ, თანამდებობა მას შემდეგ დატოვა, რაც შეიტყო, რომ „შაბათის კურიერი“ მის შესაძლო კორუფციულ გარიგებებზე ჩანაწერს ფლობდა.

საუბრიდან, რომელიც ფარულად არის ჩაწერილი, ირკვევა, რომ რუსეთში მოღვაწე ქართველმა ბიზნესმენმა აუქციონში გამარჯვების სანაცვლოდ, წინასწარ ზუგდიდის მერს და მის მოადგილეს ქრთამი მისცა, თუმცა პირობა დაირღვა და ზურაბ კვირკვიას სასურველი ტერიტორიები არ გადასცეს.

„რუსთავი 2-ის“ ინფორმაციით, ზუგდიდის მერიის მაღალჩინოსნების შესაძლო კორუფციული გარიგებისა და სკანდალური ფარული ჩანაწერის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისთვის ცნობილი იყო, თუმცა სუს-მა ფაქტზე გამოძიება მხოლოდ მას შემდეგ დაიწყო, რაც „კურიერმა“ ფარული ჩანაწერი 12 საათზე ეთერში გაუშვა.

დღის ამბები