14 ნოემბერი 2018,   04:49
ვრცლად
„მოდა ბეწვის გარეშე“ - ამ დევიზით ლონდონის მოდის კვირეული დაიწყო

ნიუ-იორკის შემდეგ მოდის სამყაროს გავლენიანი დიზაინერები საკუთარ ნამუშებრებს ლონდონში წარადგენენ. ლონდონის მოდის კვირეულის მთავარი დევიზია „მოდა ბეწვის გარეშ.“

5 დღის განმავლობაში Fashion week ისეთი ბრენდების დეფილეებს უმასპინძლებს, რომლებმაც ნატურალური ბეწვისა და ტყავის გამოყენებაზე უარი თქვეს. მათ შორისაა ბარბერი, კრისტოფერ კეინი, ვერსაჩე, გუჩი და ერდემი.

ლონდონის მოდის კვირეული კი რიჩარდ მალონის 2019 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექციის ჩვენებით გაიხსნა.

დიზაინერმა არჩევანი მკვეთრ ფერებზე შეაჩერა. მისი ნამუშევრები გასული საუკუნის 60-იანი და 80-იანი წლების სტილშია შექმნილი.

დღის ამბები