19 სექტემბერი 2018,   07:11
ვრცლად
თემურ ჭყონია "კოკა კოლას" დირექტორის მიერ სალომე ზურაბიშვილისთვის შემოწირულობის ჩარიცხვას, მის კომპანიასთან არ აკავშირებს

„ეს არის სახალხო სასმელი და ჩვენ არ გვაქვს მიმართულებები  ვის დავუჭიროთ მხარი და ვის არა,“ - ასე გამოეხმაურა "კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას” პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილისთვის „კოკა-კოლას“ დირექტორის მიერ გადარიცხულ თანხას.  

თემურ ჭყონია ამბობს, რომ ეს ვახტანგ ლაღიძის პირადი გადაწყვეტილება იყო და მას კომპანია „კოკა-კოლასთან“ არანაირი კავშირი არ აქვს.

„კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას” აბსოლუტურად განსხვავებული შეხედულებები აქვს, აპოლიტიკური ვართ ჩვენ. კონტრაქტში ესე გვიწერია, იმიტომ რომ ეს არის სახალხო სასმელი და ჩვენ არ გვაქვს მიმართულებები  ვის დავუჭიროთ მხარი და ვის არა, არ არის ეს ჩვენი ცხოვრება. ჩვენი ცხოვრების წესი არის ბიზნესის წარმოება და ჩვეულებრივი მოქალაქეები ვართ, რომელიც ჩვეულებრივად ღებულობს არჩევნებში მონაწილეობას. კატეგორიულად, ჩემს თანამშრომლებისთვისაც, ყველასთვის ნათქვამი მაქვს, რომ ყველას შეუძლია პირად შეხედულებები დააფიქსიროს, მაგრამ  ”კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას” სახელის გამოყენება არ შეიძლება,“ - განაცხადა თემურ ჭყონიამ.

დღის ამბები