25 სექტემბერი 2018,   00:52
ვრცლად
შსს-მ აგვისტოში 14 ნარკორეალიზატორი დააკავა და დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება ამოიღო

შინაგან საქმეთა სამინისტრომ აგვისტოში 14 ნარკორეალიზატორი დააკავა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება ამოიღო. ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსმა, მამუკა ჭელიძემ ბრიფინგზე ისაუბრა.

სამართალდამცავებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით ქართველებთან ერთად უცხო ქვეყნის მოქალაქეებიც დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, ნარკოდანაშაულისთვის თბილისის საერთაშორისო აეროპორტსა და სასაზღვრო გამშვებ პუნქტ „სადახლოს“ მიმდებარე ტერიტორიებზე ირანის 4 მოქალაქე დააკავეს.

„პოლიციამ დაკავებულებისგან 290 შეკვრად დაფასოებული 939 გრამი ჰეროინი ამოიღო. გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-გადაზიდვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტებზე მიმდინარეობს,“ - განაცხადა მამუკა ჭელიძემ.

სამართალდამცავებმა თბილისში, მარნეულსა და აჭარაში 8 პირი დააკავეს.

უწყების ცნობით, აგვისტოში ნარკოდანაშაულისთვის პასუხისგებაში მიეცა 189 პირი, მათ შორის, 14 ნარკორეალიზატორი.

დღის ამბები