15 ნოემბერი 2018,   06:17
ვრცლად
გრიგოლ ვაშაძე და ოპოზიციონერი გაერთიანების სხვა ლიდერები აგარის მოსახლეობას შეხვდნენ

გაერთიანებული ოპოზიციის "ძალა ერთობაშია" საპრეზიდენტო კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე და გაერთიანების სხვა ლიდერები აგარის მოსახლეობას შეხვდნენ. მოქალაქეები კორუფციას და ნეპოტიზმს აპროტესტებენ. მათი თქმით, ადგილობრივი ბიუჯეტი ჩინოვნიკების ჯიბეში ილექება, არავინ აქცევს ყურადღებას მოსახლეობის წუხილებს.

ისინი ამბობენ, რომ ივანიშვილმა წამოიწყო ნარკობიზნესი და უნდა მოსახლობის ჯანმრთელობის ხარჯზე გამდიდრდეს.

გრიგოლ ვაშაძეს თქმით, საქართველოს გადარჩენის საკითხი დგას დღის წესრიგში. მისივე განცხადებით, 28 ოქტომბერს მოსახლეობა ხელისუფლების წინააღმდეგ გაერთიანდება.

მოძრაობა "ძალა ერთობაშია" აქვს გეგმა, როგორ გამოიყვანოს ქვეყანა ამ რთული მდგომარეობიდან.

„აქ 11-ვე პარტიის მხარდამჭერები შეიძლება ნახოთ, რაც იმაზე მეტყველებს, რომ იწყება ჩვენი საზოგადოების გამთლიანება, რასაც ქვეყნის გამთლიანება მოჰყვება. საოკუპაციო ხაზი და რუსული საოკუპაციო ჯარები და ФСБ -ს ე.წ. მესაზღვრეები ორ ნაბიჯში არიან. განსაკუთრებული ყურადღება სჭირდება ამ რეგიონს, განსაკუთრებული ყურადღება მით უმეტეს, როდესაც ადამიანები დღე და ღამე მიწაზე შრომობენ, მოჰყავთ ფანტასტიური მოსავალი და შემდეგ ვერაფერს ვერ უშვრებიან ამ მოსავალს და ბანკების კრედიტების ამარად რჩებიან, რაც ქონებას აკარგვინებს, ეროვნული მთავრობის და ეროვნული პოლიტიკის დროა ყველა სფეროში სოფლის მეურნეობიდან საგარეო პოლიტიკამდე, სხვანაირად ჩვენს ქვეყანას არაფერი ეშველება,“ - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ. 

დღის ამბები