15 ნოემბერი 2018,   06:18
ვრცლად
შეერთებული შტატების სამხრეთ-აღმოსავლეთ სანაპიროს ქარიშხალი "ფლორენსი" უახლოვდება

შეერთებული შტატების სამხრეთ-აღმოსავლეთ სანაპიროს ქარიშხალი "ფლორენსი" უახლოვდება. შტორმი მეორე კატეგორიამდე შესუსტდა, თუმცა დასახლებებს კვლავ სერიოზულ საფრთხეს უქმნის. ამ დროისთვის ქარის სიჩქარე საათში 180-ც კილომეტრს აღწევს.

ვარაუდობენ, რომ სტიქია სანაპიროს დღესვე მიაღწევს და კატასტროფულ წყალდიდობებს გამოიწვევს. ჩრდილოეთ და სამხრეთ კაროლინის, ვირჯინიის, მერილენდისა და ვაშინგტონის შემდეგ, საგანგებო მდგომარეობა ჯორჯიის შტატშიც გამოცხადდა.

ევაკუაციის ბრძანება საერთო ჯამში მილიონ 700 ათასამდე ადამიანმა მიიღო. ვარაუდობენ, რომ "ფლორენსის" მიერ მიყენებული ზარალი 170 მილიარდ დოლარს გადააჭარბებს. 

დღის ამბები