19 სექტემბერი 2018,   06:46
ვრცლად
სოფლების ინფრასტრუქტურის მოწესრიგება - ანაკლიის პორტის განვითარების კონსორციუმმა და USAID-მა ხელშეკრულება გააფორმეს

ანაკლიის პორტის განვითარების კონსორციუმმა და USAID-მა ხელშეკრულება გააფორმეს, რომლის მიხედვითაც მშენებარე პორტის ირგვლივ მდებარე სოფლების ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაზე 2 მილიონი დოლარი დაიხარჯება.

თანხებს ამერიკული დონორი ორგანიზაცია და კერძო ინვესტორი თანაბრად გაინაწილებენ.

„ეს პროექტი არის მნიშვნელოვანი ორი მთავარი მიზეზის გამო. პირველი, ის ხელს შეუწყობს საქართველოს ეკონომიკის მდგრად განვითარებას და, მეორე, ეს არის ნათელი მაგალითი სახელმწიფოს და კერძო სექტორის თანამშრომლობის,“ - განაცხადა „usaid“-ის მისიის ხელმძღვანელმა, პიტერ ვიბლერმა.

დღის ამბები