25 სექტემბერი 2018,   00:52
ვრცლად
ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რუსულ გამოწვევებზე ისაუბრა და აგვისტოს ომი ახსენა

ბრიტანეთის საგარეო უწყების ახალმა ხელმძღვანელმა საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებსა და რუსულ გამოწვევებზე ისაუბრა. ჯერემი ჰანტი ვაშინგტონში, მშვიდობის ინსტიტუტში, სიტყვით გამოვიდა.

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა 2008 წლის აგვისტოს ომი ახსენა და განაცხადა, რომ საქართველოში რუსეთის შეჭრაზე დასავლეთის სუსტმა პასუხმა განაპირობა ყირიმის ანექსია.

ჯერემი ჰანტი მიიჩნევს, რომ მოსკოვმა პასუხი უნდა აგოს იმ ქმედებებზე, რომლებიც მთელ მსოფლიოში დამღუპველ გავლენას ახდენს.

სიტყვით გამოსვლის შემდეგ ჯერემი ჰანტს რუსეთის ქმედებებზე შეკითხვებიც დაუსვეს.

„საზღვრების ერთიანობა საერთაშორისო წესრიგისთვის უმნიშვნელოვანესია. არსებული წესები გამუდმებით ირღვევა ისეთი ქვეყნის მიერ, როგორიც რუსეთია. 2014 წელს ყირიმის დაკავება 1945 წლის შემდეგ იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ევროპაში სამხედრო ძალით განხორციელდა სხვა ქვეყნის ტერიტორიის ანექსია. მაგრამ ფაქტია, რომ ამ საუკუნეში ეს არ ყოფილა კრემლის პირველი შეჭრა სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე. პირველი ქვეყანა საქართველო გახდა 2008 წელს,“ - განაცხადა ჯერემი ჰანტმა.

დღის ამბები